ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი ისრაელის განათლების მინისტრს ნაფტალი ბენეტს შეხვდა

ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ისრაელის განათლების მინისტრს, ნაფტალი ბენეტს, შეხვდა. მინისტრმა მას ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან 70 წლის იუბილე მიულოცა და მათ განათლების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

მიხეილ ჩხენკელმა კოლეგას საქართველოში დაწყებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მათ შორის, ისაუბრეს სისტემაში ახალგაზრდა მასწავლებლების შეყვანის სტრატეგიაზე. ნაფტალი ბენეტმა აღნიშნა, რომ სასკოლო განათლების სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც არაფორმალური განათლების კუთხით აქტიურად არიან ჩართული მოზარდების სასკოლო ცხოვრებაში.

მინისტრებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობაზეც და ამ თვალსაზრისით ბარ-ილანის უნივერსიტეტთან დაწყებულ მოლაპარაკებებზე, რომელიც ორივე ქვეყნის მეცნიერებსა და მკვლევრებს ერთობლივ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.

ნაფტალი ბენეტმა ხაზი გაუსვა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და აღნიშნა, რომ განათლების ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება უმნიშვნელოვანესია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვალსაზრისით.

მიხეილ ჩხენკელმა კოლეგას საქართველოს გეგმა გააცნო, რომლის თანახმად, ქართულ-ებრაული მეგობრობა წარდგენილი იქნება UNESCO-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში. ეს ფაქტი კი კაცობრიობის ისტორიაში უნიკალური პრეცედენტია, როდესაც ერთა შორის მეგობრობას მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე