ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად ხეები დარგეს

„დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“ აქციის  ფარგლებში  მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად  თბილისის ხუთ საჯარო სკოლაში ხეები დარგეს.  კედარებისა და კიპარისის ნერგები  №169 ,   №192 ,  № 175 , №152 და №65  სკოლებში დაირგო და მანდატურებთან და მოსწავლებთან ერთად აქციაში თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც მონაწილეობდა.

დიმიტრი შაშკინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ აქციებში მოსწავლეები და მანდატურები ერთობლივად არიან ჩართულები,  ერთად ზრუნავენ სკოლის გამწვანებაზე და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე.

აქცია  „ დარგე   ხე,    გაამწვანე თბილისი “,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელშეწყობით ხორციელდება.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის,  ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის   საჯარო სკოლებში  შევიდნენ. წლის ბოლომდე მანდატურის ინსტიტუტი გორისა და რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება. სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალბატონია, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში პოლიციის აკადემიაში გადამზადდა და ისინი სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარებათ.

მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს  შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე