ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი: „ახალი სასწავლო წლიდან ფუნდამენტური რეფორმები დაიწყება“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე განათლების სისტემის მთავარ მიზნებზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ზოგადი განათლების კუთხით უმთავრესი პრიორიტეტია მაღალი ხარისხის განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება თანამედროვეობის შესაბამის ცოდნაზე, რაშიც მოსწავლეებს ამ მიმართულებით დანერგილი ახალი პროგრამები დაეხმარება. მათ შორის აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი „ევრიკა“, რომლის ფარგლებში ახალი სასწავლო წლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წამყვანი პროფესორები და მეცნიერები მოსწავლეებს დამატებით ონლაინ გაკვეთილებს ჩაუტარებენ და თავიანთი დარგების ხიბლზე მარტივი ენით მოუთხრობენ.

უკვე გაფორმდა ხელშეკრულება გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტულ ლაბორატორიასთან, რომლის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები შეძლებენ, უნიკალურ ექსპერიმენტულ ლაბორატორიას ესტუმრონ და STEM-ის მიმართულებით ცოდნა გაიღრმავონ. „მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებით სკოლებში სრულიად უსასყიდლოდ იქნება შესაძლებელი „მაიკროსოფტის“ საგანმანათლებლო პროგრამის „მაინქრაფტის საგანმანათლებლო ვერსიის“ დანერგვა, რომელიც ბავშვებს ფართო ასპარეზს უშლის. ამჟამად მიმდინარეობს პროგრამის გაქართულება და პილოტირების რეჟიმის გავლის შემდეგ იგი ყველა სკოლაში გავრცელდება.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი სასწავლო წლიდან ფუნდამენტური რეფორმები დაიწყება. დაწყებით საფეხურზე სკოლებში დაინერგება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და მოსწავლეები ახალი, ტექნიკურად და შინაარსობრივად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

მინისტრის თქმით, პედაგოგებს ექნებათ შესაძლებლობა, უწყვეტად აიმაღლონ კვალიფიკაცია. ზაფხულის პერიოდში მათთვის ჩატარდება სპეციალური ტრენინგები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება პრაქტიკული უნარების განვითარებასა და თანამედროვე პედაგოგიურ მეთოდებზე. რაც შეეხება ინკლუზიურ განათლებას, უკვე მომზადებულია ცვლილებები, რომლის თანახმად, სპეციალურ მასწავლებლებს სექტემბრიდან მასწავლებლის სტატუსი ექნებათ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე ზოგადი განათლების ეროვნულ მოდელში ფინური განათლების ელემენტების დანერგვას. ამ მიმართულებით სამინისტრო ფინელ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე