ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აკაკი წერეთლის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული კონფერენციით გაიხსნა

აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა. 

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოვიდა. მისი თქმით, უდიდესია აკაკი წერეთლის, როგორც პოეტისა და მწერლის, ასევე საზოგადო მოღვაწის  ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. სწორედ ამიტომ,  შთამომავლობამ კიდევ ერთხელ უნდა გააცნობიეროს მისი როლი, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი საქართველოს მასშტაბით აკაკის კვირეული ტარდება.

აკაკის კვირეული უნივერსიტეტში პლენარული სხდომით დაიწყო და მთელი დღის მანძილზე გაგრძელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, დოქტორანტებმა და სტუდენტებმა, რომლებმაც აკაკი წერეთლის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს თემებზე: ,,აკაკი წერეთლის ღვაწლი’’, ,,აკაკი წერეთელი და თანამედროვეობა’’, ,,აკაკი წერეთლის პოლიტიკური მსოფლმხედველობა’’ და ა.შ. 

აკაკის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული საქართველოს საჯარო სკოლებშიც ტარდება, კვირეულის ფარგლებში სკოლები დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის  გაიმართება თხზულებების კონკურსი თემაზე: ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი’’. 

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ VIII-XII კლასის მოსწავლეები.  გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება  აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში სოფელ სხვიტორში გაიმართება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე