ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიულ განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომით სწავლების პოპულარიზებისთვის, კვირეული იმართება.

„პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, ინოვაციურ ლაბორატორიებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების („სპექტრი’’, „მერმისი“, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია’’, „მოდუსი’’) სტუდენტების ინოვაციური ნამუშევრები. ღონისძიებაზე ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სააგენტოს მხრიდან, გაკეთდა მოკლე პრეზენტაციები ინოვაციურ სწავლებასთან და სისტემაში არსებულ სერვისებთან დაკავშირებით.

კვირეულის ფარგლებში, ყოველდღიურად< სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის, მოეწყობა თემატური აქტივობები და გავრცელდება ინფორმაცია სისტემაში არსებული სერვისების შესახებ. სახელმწიფო კოლეჯებთან ერთად, კვირეულში მონაწილეობას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს უნივერსიტეტი, Startup Factory და კომპანია Future Laboratory მიიღებს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე