ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მიხეილ ჩხენკელი და მარიამ ჯაში CERN-ში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) „ატლასისა“ და CMS-ის ექსპერიმენტების ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

მსოფლიო მასშტაბის ცენტრთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით მხარეებმა მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაზე იმსჯელეს, რაც ქართველ მეცნიერებს კვლევით პროექტებში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ მომავალში „ატლასისა“ და CMS-ის ექსპერიმენტებში უფრო მეტი ქართველი მაგისტრანტი და დოქტორანტი ჩაერთვება.

შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში სამეცნიერო ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. განმარტა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება და როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებს (მათ შორის კვლევით ცენტრებს) შესაძლებლობა მიეცემათ, სრულყოფილად ჩაერთონ CERN-ის ექსპერიმენტებში.

შეხვედრის ბოლოს, რომელსაც ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძეც ესწრებოდა, მიხეილ ჩხენკელმა და მარიამ ჯაშმა „ატლასისა“ და CMS-ის ხელმძღვანელებს ქართველი მეცნიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ CERN-ში საქართველოს ასოცირებული წევრობის სამომავლო პერსპექტივაზე საუბარი პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე