ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან  და საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან ერთად, საუკეთესო არქიტექტურულ პროექტებზე  კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანია, ღია შეჯიბრების პრინციპებზე დაყრდნობით, შეირჩეს თანამედროვე სასწავლო სივრცეების კონცეპტუალური პროექტები, რომელთა შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება საქართველოს სპეციფიკა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რათა სასკოლო გარემო საზოგადოების მოთხოვნებსა და თანამედროვეობას მაქსიმალურად პასუხობდეს. კონკურსში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის სტუდენტებსაც, შეუძლიათ. კონკურსში გამარჯვებული ექვს ნომინაციაში გამოვლინდება და საპრემიო ფონდი 10 000 ლარს იქნება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (www.mes.gov.ge) და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ვებ–გვერდებზე (www.esida.ge).

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე