ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო ლაბორატორიების მოწყობა იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატვით 26 ოქტომბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამის ,,აინშტაინის’’ განხორციელება იწყება. პროგრამა ,,აინშტაინი’’ საბუნებისმეტყველო საგნებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობას ითვალისწინებს.  

საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მოწყობა მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებას. 

,,საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერების მიზნით აუცილებელია შესაბამისი ინფრასტუქტურის დანერგვა. სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების გაძლიერება და პოპულარიზაცია წარმოადგენს. სწავლების პროცესი საინტერესო და სახალისო უნდა იყოს, სწორედ ამიტომ სამინისტროს ინიციატივით ამოქმედდა პროგრამა ,,აინშტაინი’’ - განაცხადა პროგრამის პრეზენტაციისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.  

პროგრამის დადებით მხარეებზე ასევე ისაუბრეს 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ და ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ალუდა გოგლიჩიძემ.

პროგრამა ,,აინშტაინის’’ მიხედვით ყველა საჯარო სკოლაში  საბუნებისმეტყველო საგნების ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის კაბინეტებში სასწავლო ლაბორატორიები ეტაპობრივად მოეწყობა. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე