ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში “მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც წელს, 3 000 მოსწავლე დაისვენებს. სულ ზაფხულის განმავლობაში, 6 ახალგაზრდული ბანაკი იქნება:

  • „მომავლის ბანაკი“ შაორში;
  • „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში;
  • „სპორტული ბანაკი“ დაბა ბაკურიანში;
  • „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ მანავში;
  • რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ ქუთაისში;
  • „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“, რომელსაც ცენტრი ევროკავშირთან ერთად (ევროკავშირის დაფინანსებით) ახორციელებს.

ახალგაზრდულ ბანაკებში, სახელმწიფო დაფინანსებით, 10 000-მდე მოსწავლე და სტუდენტი დაისვენებს.

ბაკურიანსა და მანავში მდებარე ბანაკის მონაწილეები არიან მცირეკონტიგენტიანი სკოლების 11-18 წლის მოსწავლეები. ქუთაისში მდებარე ბანაკში 12-16 წლის მოზარდები გაემგზავრებიან. ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ საქართველოს ყველა საჯარო სკოლიდან 14-18 წლის ერთი წარმატებული მოსწავლე წავა. შაორის „მომავლის ბანაკში“ სტუდენტები დაისვენებენ, ხოლო საერთაშორისო ბანაკში ახლო აღმოსავლეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

პროექტი, მეექვსე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით - კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება. გარდა ამისა, ლიდერის პოზიციაზე ზაფხულის განმავლობაში, 300 ახალგაზრდაა დასაქმებული.

პროექტში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა, უშუალო განმახორციელებელი კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრია.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე