ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა საგამოცდო ცენტრები პირადად დაათვალიერა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა

ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საგამოცდო ცენტრები მოინახულა, აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო ახლო მომავალში განახორციელებს.

მიხეილ ჩხენკელი ხუთ საგამოცდო ცენტრში - თბილისის 175-ე, 173-ე, 39-ე, 177-ე და 103-ე საჯარო სკოლებში იმყოფებოდა, ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მხრიდან ყველაფერი კეთდება და გაკეთდება იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდები მშვიდ და კომფორტულ ვითარებაში ჩატარდეს. შესაბამისად, 13 წლის შემდეგ პირველად სამინისტრომ კონდიცირების საკითხი გადაჭრა. ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა ის არის, რომ საგამოცდო ცენტრებში არსებული ელექტროსისტემა კონდიცირების დატვირთვას ვერ უძლებს. ამიტომ, გარკვეულ სკოლებში სპეციალური კაბელის შეყვანა გარედან გახდა საჭირო. სკოლებში, სადაც ელექტროქსელები გამოსაცვლელია, მომავალი წლისთვის გამოიცვლება.

მინისტრის თქმით, რიგი სკოლების კონდიცირებით აღჭურვა უკვე დასრულებულია. კვირის ბოლომდე კონდიციონერი ყველა ცენტრში იქნება. ამ ეტაპზე, ზოგიერთ სკოლაში სპლიტ კონდიციონერები, ზოგან შერეული, ე.წ. მობილური კონდიციონერები დამონტაჟდა, ზოგიერთი სკოლა კი ვენტილატორებით აღიჭურვა.

სწორედ მაღალი ტემპერატურის გამო შეიცვალა საგამოცდო გრაფიკი - ეროვნული გამოცდები 2-დან 5 ივლისის ჩათვლით მხოლოდ დილის ცვლაში, შედარებით გრილ პერიოდში ჩატარდება. ცივი წყლის დისპენსერები კი ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება.

მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ გადასახედია ეროვნული გამოცდების ჩატარების პერიოდი. მისი თქმით, ივლისის ნაცვლად, როდესაც ძალიან ცხელა და ვადებიც შემჭიდროვებულია, გამოცდების გადატანა შესაძლებელია გაზაფხულზე. არსებობს სხვა ვარიანტებიც, მაგალითად, უცხოეთის ბევრს ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ასეთი ტიპის გამოცდები სემესტრის განმავლობაში ტარდება. სამინისტრო ამ მიმართულებით, აქტიურად იმუშავებს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე