ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დღეიდან სპეციალური მასწავლებლები მასწავლებლის სტატუსით ისარგებლებენ

დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება, რომლის ფარგლებში ინკლუზიურ განათლებაში განვითარების მიზნით შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები:

  • სპეციალური მასწავლებელი გახდა მასწავლებელი;
  • სისტემამ აღიარა ალტერნატიული და გაფართოებული სასწავლო გეგმები;
  • სპეციალურ სკოლებს შეეცვალა სტატუსი და გახდა რესურს სკოლები;
  • გაჩნდა ინტეგრირებული და სპეციალიზებული კლასების ტერმინთა განმარტებები;

კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ აღიარა მასწავლებლად. მათი სამუშაო დატვირთვა და სახელფასო განაკვეთი გაუთანაბრდება მასწავლებლის, პარალელურად მიმდინარეობს და დამტკიცდება სპეციალური მასწავლებლის დაფინანსების წესი და პროფესიული განვითარების სქემა, რაც მათი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის საშუალება იქნება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე