ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მსოფლიო ბანკის ჯანმრთელობის, ნუტრიციისა და მოსახლეობის გლობალური პრაქტიკის დირექტორს, ფადია სადააჰს შეხვდა.

შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში, კიდევ უფრო გაღრმავდა პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით. ​

ფადია სადააჰმა და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლებმა, მინისტრს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის რეფორმირების მიმართულებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე კვლევის შესახებ, რომელზე მუშაობაც სექტემბრის ბოლოს დასრულდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ ანგარიშში უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით მოცემული რეკომენდაციები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სექტორში დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, ქვეყნის პროდუქტიულობისა და ეკონომიკური განვითარების კონტექსტში - ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში, განათლების როლზე. შედეგად, შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით, უახლოეს მომავალში მსოფლიო ბანკსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის პლატფორმა ჩამოყალიბდება, რომლის ფარგლებში, მხარეები იმსჯელებენ და ერთობლივად განსაზღვრავენ განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს სამოქმედო გეგმას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე