ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის საკითხებში მარი როისს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის საკითხებში, მარი როისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მინისტრმა მარი როისს მადლობა გადაუხადა იმ პროექტებისთვის რაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ხორციელდება. მიხეილ ჩხენკელმა ვრცლად ისაუბრა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე, ათასწლეულის გამოწევის ფონდის მიღწევებსა და მნიშვნელობაზე.

მარი როისის განცხადებით, ამერიკის მთავრობა უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ძალისხმევას განათლებისა და მეცნიერების განვითარების კუთხით. განმარტა, რომ ქართული მხარის როლი და კონტრიბუცია უმნიშვნელოვანესია ისეთი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში, როგორებიცაა ფულბრაიტის პროგრამა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა ქართულ უნივერსიტეტებთან და სხვა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე