ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აკადემიური სამიტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

რიგით მეცხრე რეგიონალური აკადემიური სამიტი ჩატარდება ა.წ. 27 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თემაზე  “კვლევა საგანმანათლებლო პროგრამებში: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები”. აკადემიურ სამიტს გახსნის საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი  და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი  დავით კერესელიძე. აკადემიურ სამიტზე საგანმანეთებლო პროგრამებში კვლევის როლზე,  პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ პიერ მენდესის სახელობის გრენობლის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) დამსახურებული პროფესორი ალბან რიშარი, ბოლონიის ექპერტი ლიკა გლონტი, უმაღლესი განათლების ექპერტი ქეთევან გურჩიანი და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სწავლების დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი გიორგი აბრამიშვილი.  

სამიტის შემდეგ 27-29 ოქტომბერს  იგივე თემაზე “კვლევა საგანმანათლებლო პროგრამებში: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები”  გაიმართება სემინარი, რომელსაც ჩაატარებს გრენობლის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი ალბან რიშარი. მოწვეული ექსპერტი მონაწილეებს გააცნობს ფრანგულ  გამოცდილებას აღნიშნულ თემატიკაზე. ზემოთ აღნიშნულ სემინარებზე დასასწრებად 50-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის  წარმომადგენელი არის დარეგისტრირებული.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, სადაც  ხორციელდება ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო  პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას.  პროგრამა ხორციელდება გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე