ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თვითმმართველობებში ახალგაზრდული სამსახურები ძლიერდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან  „World Vision-საქართველო და USAID - ის პროექტი ,,ზრდა“ საქართველოში, ერთობლივად ახორციელებენ პროექტს -,,ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება“. პროექტის მონაწილე მუნიციპალიტეტების ხელძღვანელებთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო განსახორციელებელი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა.

პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, USAID ,,ზრდა“ პროექტი და ორგანიზაცია World Vision-საქართველო  2017 წლიდან ახორციელებენ და მისი მიზანია, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება, ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის, სამოქმედო გეგმის შემუშავება-აღიარება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას ადგილობრივ ცხოვრებაში.

პროექტის ფარგლებში, 2018 წლის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: მარნეული, მესტია, ზუგდიდი, ახალციხე, ბორჯომი, ბაღდათი, ქ. რუსთავი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე