ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების სტუდენტების შუალედური შეფასება

საქართველოში პირველად დუალური პროფესიული განათლების პროგრამის ,,მევენახე-მეღვინე’’ სტუდენტების შუალედური შეფასება გაიმართა. შეფასება ორ ეტაპად განხორციელდა, პირველი ეტაპი-თეორიული გამოცდა დუალური პროგრამის განმხორციელებელ კოლეჯებში ჩატარდა, ხოლო, პრაქტიკული გამოცდა ერთ-ერთ სასწავლო საწარმოში. პროფესიულ სტუდენტებს მიეცათ დავალებები მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით. მათ სწავლის პროცესში მიღებული სამუშაო გამოცდილების შესაბამისად უნდა შეესრულებინათ ყველა სამუშაო/ოპერაცია და ყურადღება მიექციათ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციებისთვის.

გერმანული გამოცდილების შესაბამისად, პროგრამის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ განისაზღვრა ორკომპონენტიანი - თეორიული და პრაქტიკული შუალედური გამოცდის ჩატარება. შუალედური გამოცდის მიზანია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შეფასება, ხარვეზების იდენტიფიცირება, რეკომენდაციების შემუშავება და განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

საგამოცდო კომისიას წარმოადგენდნენ სასწავლო საწარმოს დირექტორები, კომპანიის ინსტრუქტორები, დარგის ექსპერტები და კოლეჯის პედაგოგები. ასევე დამსაქმებლები, რადგან სწორედ კომპანია განსაზღვრავს, თუ რამდენად შეესაბამება მიღწეული სწავლის შედეგები და პროფესიული უნარები ბაზრის მოთხოვნებს.

დუალური პროფესიული განათლების აღნიშნული პროგრამა დაინერგა და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.

დუალური პროფესიული განათლების პროგრამის მიზანია ღვინის ინდუსტრიამ მიიღოს კვალიფიციური კადრები და ხელი შეუწყოს დასაქმებას. აგრეთვე, ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი წარმოების დაწყება და შემოსავლის წყაროს შექმნა. შესაბამისად, პროგრამის განხორციელების ყველა ეტაპზე კერძო სექტორის ჩართვა არის დუალური პროფესიული განათლების საფუძველი და უმუშევრობის დაძლევის წინაპირობა. სტუდენტების საკვალიფიკაციო გამოცდებიც ამ მიდგომით ჩატარდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე