ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩემი სამოქმედო გეგმა არ იქნება კაბინეტში დაწერილი“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამინისტროების გაერთიანების კონცეფციაზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული უწყების მთავარი ამოცანა იქნება ხარისხიანი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარება და მხარდაჭერა. სწორედ, ამ სფეროების სინერგიული განვითარება მოგვცემს პოზიტიურ შედეგებს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მისი სამოქმედო გეგმა არ იქნება კაბინეტში დაწერილი. ეს იქნება ფართო განხილვისა და მსჯელობის საგანი სფეროს სპეციალისტების, საერთაშორისო, ადგილობრივი ექსპერტებისა და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ყველა ეს მხარე ორშაბათიდანვე იქნება პროცესში ჩართული და საერთო ხედვა სტრატეგიად იქცევა. ეს კი, საბოლოო ჯამში, მოგვცემს შესრულებად, რეალისტურ და შედეგებზე ორიენტირებულ სამოქმედო გეგმას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე