ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2030 წელს საქართველომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამინისტროების ფორმატში ქართულ სპორტს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნების, დარბაზების და სპორტის სასახლეების ასაშენებლად და მასობრივი სპორტული ობიექტების მოსაწყობად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები; სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციით განვითარდება სპორტული ტურიზმი; დაინერგება სპორტსმენთა უფლებების დაცვისა და მათი გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვის მოდელი; განვითარდება ასევე პარა-სპორტი. გაძლიერდება მუშაობა ქვეყანაში საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ 2030 წელს საქართველომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ღირსეულად უმაპსინძლოს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე