ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განცხადება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურთან დაკავშირებით

2010-2011 სასწავლო წლის 31 ოქტომბრიდან 28 ნოემბრემდე ერთდოულად ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის  პირველი ტური ჩატარდება.



  • 30 ოქტომბერი  - ქართულ ენა და ლიტერატურა, (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის ქართული ენა)  - IX-X; XI-XII კლასებისთვის;  
  • 31 ოქტომბერი - უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) – IX; X-XII კლასებისთვის;
  • 6 ნოემბერი -  გეოგრაფია -  IX; X; XI- XII კლასებისთვის;
  • 7 ნოემბერი - ისტორია - IX; X; XI-XII კლასებისთვის;
  • 13 ნოემბერი - მათემატიკა - VII; VIII; IX კლასებისთვის;
  • 14 ნოემბერი - მათემატიკა, X; XI-XII კლასებისთვის;
  • 20 ნოემბერი  - ბიოლოგია, X-XI; XII კლასებისთვის;
  • 21 ნოემბერი - ქიმია X; XI-XII კლასებისთვის;
  • 27 ნოემბერი - ფიზიკა, IX; X; XI-XII კლასებისთვის;
  • 28 ნოემბერი - ინფორმატიკა, IX; X-XII კლასებისთვის;

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარებასთან დაკავშირებით, ორგანიზებას შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრი განახორციელებს. აგრეთვე, საგანმანათლებლო რესურსცენტრი  განიხილავს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ოლიმპიადებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადებს.

ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია:

1. პირველი ტურის პროცედურულ დარღვევებზე წარმოშობილი პრეტენზია, შესაბამისი ოლიმპიადის დასრულების მეორე დღის 17 საათამდე შესაბამის რესურსცენტრში შეიტანოს;

2. პირველი ტურის  შედეგების თაობაზე თითოეული საგნის მიხედვით წარმოშობილი პრეტენზია ქულების გამოქვეყნებიდან 2 დღის ვადაში შეიტანოს შესაბამის რესურცენტრში.

ოლიმპიადის პირველი ტურის საფუძველზე, ოლიმპიადის ის მონაწილეები გამოვლინდებიან, რომლებიც უფლებას მოიპოვებენ ოლიმპიადის მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს ოლიმპიადის იმ მონაწილეს, რომელიც ოლიმპიადის პირველ ტურში, შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტს დააგროვებს.  

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე