ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განმარტება გრიფირების პროცესთან დაკავშირებით

1. I-VI კლასების გრიფის მინიჭების პროცესი დაიწყო და პირველ ეტაპზე გრიფი მიენიჭა მათემატიკის, ქართული ენის (II-IV), ბუნებისმეტყველების, სპორტის (I-IV), მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ინგლისური, გერმანული და რუსული ენების სახელმძღვანელოებს.

2. ბრძანების ხელმოწერას წინ უძღოდა მრავალეტაპიანი პროცესი, რომელიც ქართულ რეალობაში პირველად განხორციელდა:
  • ყველა სახელმძღვანელო, დარგის სპეციალისტების გარდა, შეფასდა ფსიქოლოგებისა და ფილოლოგების მიერ. ამ შეფასებების შედეგად შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. რეფერირების პროცესში კარგად გამოჩნდა მანამდე გრიფირებული სახელმძღვანელოების პრობლემებიც;
  • ჩატარდა ინტენსიური საჯარო განხილვები, რომლის დროსაც სამინისტრომ საინტერესო შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღო.
  • აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლებს მიეცა შესაძლებლობა, გრიფირებული სახელმძღვანელოები პრიორიტეტების მიხედვით დაელაგებინა და არ შეერჩია მათ შორის მხოლოდ ერთი. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა, გამოჩნდეს რეცენზირების შედეგების კორელაცია სკოლების არჩევანთან.
  • მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიქმნა კიდევ ერთი, მეორე დონის კომისია, რომელმაც დამატებით განიხილა სარეცენზიო ჯგუფების დასკვნები და წარმოადგინა კონკრეტული მოსაზრებები რეკომენდაციის სახით.

4. საერთო ჯამში 200-მდე სპეციალისტის მონაწილეობით დადგა ის შედეგი, რომელიც ბრძანებაში აისახა.

5. ბუნებრივია, კონკურსი თავისთავად გულისხმობს, რომ წარმოდგენილ სახელმძვანელოთაგან მხოლოდ საუკეთესოებს მიენიჭება გრიფი. ამ მხრივ სამინისტროს ამოსავალ წერტილს საზოგადოების დაკვეთა წარმოადგენდა, რომ I-VI კლასის მოსწავლეებმა მაღალი სტანდარტის შესაბამისი სახელმძვანელოებით ისწავლონ.

კითხვებზე, რომელიც გრიფირების პროცესთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს საზოგადოებაში, სამინისტროს შეფასების სრულიად გამჭვირვალე პროცესი და პროფესიონალთა შეჯერებული შეფასებები აქვს პასუხად.

6. სახელმძღვანელოების მხოლოდ ნაწილის გრიფირების გამო რომ არ წარმოიშვას არასწორი ვარაუდები, სამინისტრო განმარტავს: რამდენიმე საგანში გრიფირებამ ვერ გამოავლინა საჭიროების შესაბამისი სახელმძღვანელოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგნებში „მე და საზოგადოება“ და „ჩვენი საქართველო“ იყოს ძალიან მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. ამიტომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება.

7. ელექტრონული სკოლის კონტექსტში ცხადი გახდა, რომ ისტ-ში წარმოდგენილი სახელმძღვანელოები კონცეპტუალურად შეუსაბამოა თანამედროვე მოთხოვნებთან, ამიტომ ამ მიმართულებით სამინისტრო განმეორებით კონკურსს გამოაცხადებს.

8. სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეროვნული სასწავლო გეგმის ინტეგრაციას არაქართულონოვან სკოლებში. ამ მიზნით, პედაგოგებისა და დარგობრივი სპეციალისტების მონაწილეობით, მიმდინარე წელს, სპეციალურ რეჟიმში მოხდება ახალი სახელმძღვანელოების თარგმნა და გადამუშავება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე