ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მლეთის ახალი სკოლა მინისტრმა მოინახულა

სოფელ მლეთაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. ახლადაშენებული სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მოინახულა და სკოლის ბიბლიოთეკას კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა გადასცა.

,,ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლების ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობაა. მოსწავლეს,  სადაც არ უნდა სწავლობდეს ის, უნდა ჰქონდეს საშუალება სრულფასოვანი განათლება თანამედროვე და  კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს,,- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

სოფელ მლეთაში სკოლის მშენებლობა ივნისის თვეში დაიწყო, სკოლა ექსპლუატაციაში 31 აგვისტოს შევიდა. ადგილობრივი კლიმატის  გათვალისწინებით  სკოლა ხის  მასალისგან  აშენდა, რაც საუკეთესო თერმოიზოლაციის საშუალებას იძლევა. ოთხმოც მოსწავლეზე გათვალისწინებულ თანამედროვე სტანდარტების სკოლაში კეთილმოწყობილია სპორტული დარბაზი და კომპიუტერული კლასი.

პირველკლასელ მოსწავლეებს მლეთის საჯარო სკოლაში პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში   დაურიგდათ ასევე ნეტბუკები, სადაც საგანმანათლებლო თამაშებია ჩატვირთული. ბავშვებს ინტერნეტის საშუალებით საშუალება აქვთ შევიდნენ საიტზე www.buki.ge და სხვადასხვა სახის ლიტერატურას გაეცნონ.

სოფელ მლეთაში ახალი სკოლის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ძველი, მე-19 საუკუნის სკოლის შენობა, ექსპლუატაციისთვის უვარგისი გახდა. მლეთაში მხოლოდ ერთი საჯარო სკოლაა და მას პატრონაჟს საქართველოს პირველი ლედი ქალბატონი სანდრა რულოვსი უწევს.

ამ დროისთვის მლეთის სკოლის გარდა საქართველოს მასშტაბით კიდევ ათი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის ექვსი სკოლის მშენებლობას მსოფლიო ბანკი აფინანსებს. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე