ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კავკასიის უნივერსიტეტში დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონიას პროფესორ-მასწავლებლებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად უნივერსიტეტის ახალ კორპუსში დაესწრო.

„თქვენი დაუზარელი შრომით და იმ ცოდნით, რომელიც უკვე გაქვთ უნდა მიაღწიოთ მიზანს. მიღებულ ცოდნასთან ერთად აუცილებელია გჯეროდეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მინდა გთხოვოთ, რომ გაუფრთხილდეთ ურთიერთობებს. თქვენი მომავალი წარმატებისთვის ცოდნასთან ერთად განმსაზღვრელია თქვენი კავშირები. თქვენ კიდევ ბევრჯერ შეხვდებით და დაეხმარებით ერთმანეთს და შესაძლოა გახდეთ ერთმანეთის საუკეთესო საქმიანი პარტნიორები. ნებისმიერი წარმატება, ნებისმიერი კარიერული წინსვლა მუდმივი განათლების გარეშე წარმოუდგენელია. ყოველი დღე არის ცოდნის მიღება, ბრძოლა, ერთმანეთის გვერდით დგომა და ეს ყველაფერი განაპირობებს თქვენ მომავალ წარმატებას.” - მიმართა კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მიხეილ ბატიაშვილმა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე