ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ერთი დღე ჭადრაკის სამყაროში“

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით, „ღვინის ქარხანაში“ ოლიმპიადისამდი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებას დაესწრნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი.

საზეიმო ღონისძიება არაორდინალური საჭადრაკო პაექრობით გაიხსნა. ერთმანეთს ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი, ევროპის ექს-ჩემპიონი, ზურაბ აზმაიფარაშვილი დაუპირისპირდნენ. საჭადრაკო დაფაზე ფიგურების ფუნქცია ქართული ღვინით სავსე ჭიქებმა შეითავსეს. სიმბოლური მატჩი, რომლის წარმდგენი „მეღვინეობა ხარება“ იყო, ფრედ დასრულდა.

ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა საქართველოს ნაკრების სამოსის ესკიზი. სპეციალური კონკურსით გამოვლინდა გამარჯვებული - მარიამ ლორთქიფანიძე, რომლის მიერ შერჩეული ესკიზით დამზადებული სამოსით იასპარეზებენ ქართველი მოჭადრაკეები საჭადრაკო ოლიმპიადაზე.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი უმასპინძლებს. ბათუმმა ეს უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე