ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების რეფორმის მოსამზადებელ პროცესში მიხეილ ბატიაშვილი რეფორმების ჯგუფს ქმნის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის მოსამზადებელ პროცესში რეფორმების ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე გაერთიანდება.

ამასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა მინისტრმა ბრიტანეთის საბჭოს დირექტორ ზაზა ფურცელაძესთან და პროექტის მენეჯერ თამარ კვაჭაძესთან გამართა. „ბრიტანეთის საბჭო“ განათლების სისტემის რეფორმის ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იქნება და განხილვების ყველა დონეზე მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვებიან, სამთავრობო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

მინისტრის თქმით, განათლების რეფორმის მოსამზადებელი პროცესი უკვე დაწყებულია და მისი შინაარსი ახლო მომავალში ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

„ბრიტანეთის საბჭო“ დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას კულტურის და განათლების სფეროებში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე