ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისი ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

10 აგვისტოს, 17:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ოფიციალურად გაიხსნება ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში 18-წლამდელთა შორის. პირველ დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება ფინეთი. ეს დაპირისპირება დაიწყება 17:30 საათზე. მათ გარდა ჯგუფში საქართველოს მეტოქეები არიან ბელარუსი, საბერძნეთი და იტალია. ნახევარფინალში ჯგუფებიდან 2-2 გუნდი გადის. ჩვენი გუნდის მიზანიც ეს გახლავთ - საუკეთესო ორ გუნდში მოხვედრა და ჯგუფიდან გასვლა.

ანალოგიური ტურნირი იმართება ავსტრიის ქალაქ ტულნში, ამ ორი ჩემპიონატის გამარჯვებული კი მიიღებს 2020 წლის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ელიტარულ 16 გუნდში თამაშის უფლებას. ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი რამდენიმე წელია, გახლავთ ტიტე კალანდაძე. მისი უცვლელი ასისტენტია გიორგი სახვაძე, ამ ჩემპიონატისთვის კი სამწვრთნელო სტაფს დაემატა სერგო დათუკაშვილი, ვისთვისაც ეს შეჯიბრება დებიუტი იქნება ახალ ამპლუაში. მეკარეების მწვრთნელი გახლავთ ქართული ხელბურთის ვეტერანი ამირან კომახიძე.

ჭაბუკთა ნაკრები ბოლო სამი თვეა, ინტენსიურად ემზადება უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის. ბოლო შეკრება გაიარა 19 მოთამაშემ საქართველოს 7 და ორი უცხოური კლუბიდან. პირველი მათგანია ხელბურთი ქართველი ქომაგისთვის ცნობილი გიორგი ცხოვრებაძე, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთის “მონპელიეს“ წევრი. ცხოვრებაძეს უკვე უთამაშია საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და წინა თაობის ჭაბუკთა ნაკრებებში, ახლა კი პირველად უწევს თანატოლების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა. მეორე ლეგიონერი გახლავთ გერმანიაში დაბადებული და ბუნდესლიგის კლუბ ლემგოს ჭაბუკთა გუნდის აღზრდილი, გამთამაშებელი კახა ჩადუნელი. ამ 19 მოთამაშიდან მწვრთნელები 16 ხელბურთელს დააფიქსირებენ საწყის განაცხადში, ჩემპიონატის მსვლელობისას კი ორი ცვლილების უფლება ექნებათ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ყველა დანარჩენ მატჩს 17:00 საათზე დაიწყებს. 11 აგვისტოს ეთამაშება ბელარუსს, 13 აგვიტოს - საბერძნეთს, 14 აგვისტოს კი - იტალიას. თამაშები ოლიმპიურ სასახლეში 11 საათიდან იწყება, ფინალი მომავალ კვირას, 19 აგვისტოსაა.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18-წლამდელთა ჩემპიონატი; 10-19 აგვისტო; თბილისი; ოლიმპიური სასახლე.

A ჯგუფი: შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი

B ჯგუფი: ბელარუსი, იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, საქართველო

ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი: http://www.2018tbilisi.com/ka

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი: იუთუბზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia 

ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF/

აგრეთვე: https://www.ehftv.com/int/

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე