ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის გრანტების მოცულობა დამტკიცდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბაკალავრებისა და მაგისტრანტების საგრანტო დაფინასების საკითხი წარადგინა, რაც ნიჭიერ სტუდენტებს სახელმწიფოს მხარდაჭერით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

2018-2019 სასწავლო წლისათვის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხა 25 323 750 ლარს შეადგენს, საიდანაც 12 723 750 ლარი პრიორიტეტული მიმართულებებისთვის, ხოლო 12 600 000 ლარი - სახელმწიფო სასწავლო გრანტისათვის დაიხარჯება.

კატეგორიების მიხედვით თანხები შემდგენაირად განაწილდება: სახელმწიფო სასწავლო გრანტების სრული და ნაწილობრივი დაფინანსებითვის 9 155 000 ლარი; სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის - 2 520 000 ლარი, ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის - 240 000, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის - 225 000, ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის - 225 000, ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის - 10 000, ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის - 10 000, ხოლო სტუდენტებისთვის, რომლებიც გრანტს გაიუმჯობესებენ,  215 000 ლარი.

2018-2019 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარით განისაზღვრება და თანხა შემდგენაირად გადანაწილდება: პრიორიტეტული საგანმანათლებლო მიმართულებებისთვის - 2 000 000, სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტების დაფინანსებისთვის - 205 000, ხოლო ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგისტრანტებისთვის - 45 000 ლარით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე