ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეცნიერების განვითარების მიმართულებით იაპონიასთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ იაპონიის უნივერსიტეტთაშორისი კვლევითი ინსტიტუტების კორპორაციის KEK-ის წარმომადგენლებს შეხვდა. KEK წარმოადგენს იაპონიის წამყვან ნაწილაკთა ფიზიკის სამეცნიერო ლაბორატორიების ქსელს, რომელიც თეორიული ნაწილაკთა ფიზიკის, ბირთვული ფიზიკის, მასალათმცოდნეობისა და სიცოცხლის შემსწავლელი დარგების მიმართულებით აწარმოებს კვლევებს. შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მხარეებმა საქართველოს მეცნიერების KEK-ის საერთაშორისო პროექტ COMET-ის ფარგლებში ჩართულობა, არსებული წარმატებები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ თანამედროვე საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფუნდამენტური მეცნიერების მხარდასაჭერად, არამედ, შესაბამისი ტექნოლოგიური ბაზის და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ COMET ექსპერიმენტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ. ალექსანდრე თევზაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა დაადასტურა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე