ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მსოფლიო ბანკი იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მისმა მოადგილე ირინა აბულაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ მერსი ტემბონთან შეხვედრისას განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მინისტრმა აღნიშნა მსოფლიო ბანკის წვლილი ქვეყნის განვითარების პროცესში და განათლების სისტემის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში, განათლების სისტემის რეფორმირების საჭიროებაზე.

მერსი ტემბონმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ უახლოესი წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკის პრიორიტეტი იქნება საქართველოს მთავრობის დახმარება განათლების სექტორის რეფორმირებაში. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი განათლების რეფორმითა და სტრატეგიით გათვალისწინებული რამდენიმე წლიანი გეგმის განხორციელების პროცესში.

შეხვედრის მხარეები შეთანხმდნენ მსოფლიო ბანკისა და სამინისტროს სამუშაო ჯგუფების ერთობლივ და აქტიურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები - პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში ოზან სევიმლი, საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი ინგა პაიჭაძე და განათლების სექტორის წარმომადგენელი ნინო ქუთათელაძე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე