ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეცნიერებათა აკადემია გამოთქვამს მზადყოფნას, პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის პროცესში ახალგაზრდა მეცნიერების მაქსიმალური ჩართვა უზრუნველყოს

მეცნიერების პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები - ამ საკითხებზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, გიორგი კვესიტაძესთან და ცნობილ ქართველ მეცნიერებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებით ახალგაზრდა მეცნიერების დაინტერესება, მათი მაქსიმალური ჩართვა პროცესებში, ახალი ხედვებით და მეცნიერების აკადემიაში არსებული მნიშვნელოვანი გამოცდილებით მეცნიერების განვითარების მაქსიმალურად მოკლე ვადებში უზრუნველყოფა.

ახალგაზრდა მეცნიერები სამეცნიერო პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის პროცესში უახლოეს მომავალში, სექტემბრიდან, აქტიურად ჩაერთვებიან.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების ყველა საფეხურისთვის რეფორმაზე მუშაობს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე