ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი სამინისტოს წინ შეკრებილ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საკუთარი ინიციატივით შეხვდა

სამწუხაროა, რომ სტუდენტების აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, შეხვედრას არ ესწრებოდნენ აბიტურიენტები, რომლებმაც წელს აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი და  ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებათ. შესაბამისად, დისკუსიის საგანი არა მათთვის შეუფერხებელი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა, არამედ შავი ზღვის უნივერსიტეტის ფინანსური დავალიანება გახდა. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეების კითხვები და მოთხოვნები მეტწილად ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლას და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტისათვის ფინანსური დავალიანების მოხსნას ეხებოდა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავტორიზაციის საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, ხოლო თავად სამინისტროს გადაწყვეტილებების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს მისთვის ყველაზე ღირებული - ახალგაზრდების ინტერესების დაცვა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობების შექმნა.

ამდენად, აბიტურიენტებს უმტკივნეულოდ მიეცემათ მათი ინტერესების გათვალისწინებით სხვა ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესაძლებლობა. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არც უნივერსიტეტის მოქმედ სტუდენტებზე იქონიებს გავლენას, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. მინისტრმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ავტორიზაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება უნივერისტეტში არსებული ფინანსური პრობლემების გამო მიიღო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე