ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ინფორმატიკაში ცენტრალური ევროპის ქვეყნების უძლიერეს სამეულშია

მედლებით დაბრუნდნენ საქართველოს  ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები  ცენტრალური ევროპის ქვეყნების (CEOI) 25-ე სასწავლო ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, რომელიც    ქალაქ ვარშავაში ჩატარდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ისეთი მაღალი რეიტინგის მქონე ოლიმპიადაზე, რომელში მონაწილე ქვეყნებსაც არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც კი უძლიერესი გუნდები ჰყავთ და ყოველთვის ლიდერის პოზიციები უჭირავთ, ასეთი მაღალი შედეგები აჩვენეს - კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ბირკაძემ ოქროს, გიორგი კლდიაშვილმა და ალექსანდრე ხოხიაშვილმა ვერცხლის, ხოლო ვანო გამეზარდაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გუნდს ხელმძღვანელობდნენ  პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  გიორგი მანდარია და   პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი.

სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები წელს უკვე მეოთხედ მონაწილეობდა ამ ოლიმპიადაში და მიღწეული შედეგებით  მონაწილე ქვეყნების უძლიერეს სამეულში მოხვდა, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა. მიღებული გამოცდილება დაეხმარება ჩვენს ნაკრებს ინფორმატიკის 30-ე მსოფლიო ოლიმპიადაზე, რომელიც 1-8 სექტემბერს იაპონიაში გაიმართება

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე