ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს მეათედ გაიმართება

22 აგვისტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალთან - „ღამის სერენადებთან“ დაკავშირებით.

პრესკონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის გენერალური დირექტორი ნინა ცაგარელი, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, მევიოლინე გია იაშვილი და ფესტივალის გენერალური სპონსორი, კომპანია თელასის წარმომადგენელი ვალერი ფანცულაია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ უკვე მეათედ გაიმართება.

წლევანდელ საიუბილეო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი სოლისტები და დირიჟორები: პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (საქართველო/აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/გერმანია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (შვეიცარია/აშშ), გიტარისტი სოფია ბოროსი (ავსტრია/უნგრეთი), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/ საქართველო) და სხვა.

წლევანდელი ფესტივალის საბაზო ორკესტრია კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.

26, 28 და 29 აგვისტოს, კონცერტები ბათუმში, სასტუმრო “შერატონ ბათუმის" საკონცერტო დარბაზში, ხოლო 2 და 4 სექტემბერს თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს, ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა, მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი - „ღამის სერენადების“ უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი, კვლავ, ლიანა ისაკაძეა. წელს, ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობას, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მისი ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე გაუწევს, რომელიც ქალაქ ინგოლშტადტში მუსიკალური სასწავლებლის და ასევე, მიუნხენში, ცეკვისა და მუსიკის აკადემიის დამაარსებელი და ხელმძღვანელია.

წლების განმავლობაში, ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა, მისი გეოგრაფიის გაფართოება განაპირობა, რის გამოც, 2015 წლიდან, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე