ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ათასწლეულის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს სინტია ჰუგერს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ სტუმარს სამინისტროს ახალი ხედვა და განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

ირინა აბულაძემ სინტია ჰუგერს ასევე მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტებისთვის. ვიცე-პრეზიდენტმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამინისტრო არის საუკეთესო პარტნიორი და კორპორაცია მზად არის მომავალშიც გააგრძელოს მასთან თანამშრომლობა და საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ჯენერ ედელმანი და კორპორაციის სხვა წარმომადგენლები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე