ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აკაკი წერეთლის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართული  კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა. 29 ოქტომბერს ასევე გაიმართა  1893 წელს გამოცემული აკაკი წერეთლის ”სალამურის” ზუსტი ასლის  პრეზენტაცია. 

აკაკის კვირეულის (25-29 ოქტომბერი) ფარგლებში  არაერთი ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის თხზულებების კონკურსი დევიზით - ”სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი”, რომელშიც მონაწილეობას VIII-XII კლასის მოსწავლეები იღებდნენ. კონკურსი  3 ეტაპად განხორციელდა: სასკოლო, რეგიონული და დასკვნითი ტურები.  პირველი ადგილი თიანეთის რ-ნის ახალსოფლის საჯარო სკოლის XI  კლასის მოსწავლემ სალომე ჯიმშიტაშვილმა დაიმსახურა, რომელიც 700 ლარით დაჯილდოვდა, მეორე ადგილზე თბილისის №67  საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნიკოლოზ სამადაშვილი გავიდა და პრიზის სახით 500 ლარი მიიღო, ხოლო მესამე ადგილზე გასულ საჩხერის რ-ნის სოფელ სხვიტორის X კლასის მოსწავლე მარიამ დეკანოიძეს 300 ლარი გადაეცა.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ვებ-კონკურსი ”როგორ ვიცნობთ აკაკის შემოქმედებას”. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული დახურული ტიპის ტესტი აკაკის შემოქმედებისა და ბიოგრაფიის შესახებ პირველმა სამტრედიის რ-ნის სოფ. ნაბაკევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ რუსუდან შენგელიამ შეავსო. მინისტრმა მას პორტატული კომპიუტერი გადასცა. 

ღონისძიების  ფარგლებში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით დაბეჭდილი, 1893 წელს გამოცემული აკაკი წერეთლის ”სალამურის”  ზუსტი ასლი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე