ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებას ყაზახეთთან მატჩით დაიწყებს

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 6 სექტემბერს, ასტანაში, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. “ასტანა არენაზე“ გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მას თურქ მსაჯთა ბრიგადა, მთავარი მსაჯის ჰალილ უმუთ მელერის ხელმძღვანელობით მოემსახურება. ყაზახეთიდან დაბრუნების შემდეგ, 9 სექტემბერს, ქართველი ფეხბურთელები ლატვიის ნაკრებს თბილისში, “დინამო არენაზე“ უმასპინძლებენ.

თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები გუშინ, 19 კაციანი შემადგენლობით შეიკრიბა. ვარჯიშზე ვაკო ყაზაიშვილი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი არაბიძე არ იმყოფებოდნენ. მათ საკლუბო შეხვედრები კვირას ჩაატარეს და ამიტომ, შეკრებას დღეს შეუერთდებიან. დღესვე საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება ჯაბა ჯიღაური, რომელიც მანამდე საფრანგეთის ლიგა 2-ის მატჩში ითამაშებს.

დღევანდელ ვარჯიშამდე ვლადიმერ ვაისი სასტუმრო „ჰუალინგში“ პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო 18:00 საათზე „ზესტაფონის“ ბაზაზე ნაკრები კიდევ ერთხელ ივარჯიშებს. ეროვნული გუნდი ასტანაში ხვალ, დილით გაემგზავრება.

უეფას ერთა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშებაში ევროპის 55 ეროვნული ნაკრები იასპარეზებს, რომლებიც 4 ლიგაში გადანაწილდნენ. თითოეული ლიგის გამარჯვებული ავტომატურად მოიპოვებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას. რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ნაკრები რანგით ბოლო, მე-4 ლიგაში მოხვდა, სადაც 16 გუნდი 4 ჯგუფშია განაწილებული. პირველ ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორას ნაკრებები არიან. ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრებმა ჯერ ჯგუფში უნდა დაიკავოს პირველი ადგილი, ხოლო შემდეგ აჯობოს დანარჩენი ჯგუფების გამარჯვებულებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე