ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანავის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“, რომელმაც ზაფხულის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონიდან 1000-ზე მეტ მოსწავლეს 8 ნაკადად უმასპინძლა სოფელ მანავში საზეიმოდ დაიხურა.

დახურვის ცერემონიას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია დაესწრო, რომლის თქმით, პროგრამა „მომავლის ბანაკი“ არ მთავრდება, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

„დაუვიწყარი ერთი კვირა გავატარე მანავის ბანაკში. საცხოვრებელი პირობებით დაწყებული, შემეცნებითი, სპორტული პროგრამებითა და ლიდერებით დამთავრებული ყველაფერი საუკეთესო იყო. ყველას გირჩევთ ჩამოხვიდეთ მანავში და გაიზიაროთ ეს ემოციები და სიყვარული რაც ჩვენ განვიცადეთ“ - აცხადებს ხარაგაულის სოფელ ნადაგურის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გელაშვილი.

„ძალიან მწყდება გული რომ ეს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის დღეები, რაც აქ გავატარე სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში“ - ამბობს ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ჭიპაშვილი.

მანავის ბანაკი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განახორციელა. ერთკვირიანი შემეცნებითი-გასართობი პროგრამის მიხედვით, ერთი დღე სამხედრო თემას ეთმობოდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ და განუმარტავდნენ როგორ ემოქმედათ ექსტრემალურ სიტუაციებში. გარდა ამისა, პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ აქტივობებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე