ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„კულტურა საზღვრებს გარეშე“ პროექტის მესამე ეტაპი

„1 ეკვილიბრიუმის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, გრძელდება პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე". პროექტის მესამე ეტაპის ფარგლებში, ღონისძიებები შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში გაიმართება.

6 სექტემბერს, სოფ. ორსანტიაში და დაბა ანაკლიაში, მწერლები და მეცნიერები - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი - გიორგი კეკელიძე, პოეტი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე - ზაალ ჩხეიძე და კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი - ესმა მანია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვედრებიან. საუბარი შეეხება კულტურული დიალოგის მნიშვნელობას, ასევე, წლევანდელ საიუბილეო თარიღებს - დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, ქართული მწერლობა 1918-1921, ალექსანდრე ყაზბეგი - 170.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით სხვადასხვა სახის გამოფენის მოწყობა და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება.

პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც დაბა ანაკლიაში კომპოზიტორისა და მუსიკოსის - სანდრო ნიკოლაძისა და ბენდის „Space Board” მონაწილეობით გაიმართება. კონცერტს დაესწრებიან პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში მონაწილე სტუდენტები სოფ. ორსანტიადან, ქ. ზუგდიდში და მახლობლად მცხოვრები ახალგაზრდები, ასევე - აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა.

სოფ. ორსანტიას საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცემა.

პროექტის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წიგნის ხელმისაწვდომობის საკითხსაც. ამ ეტაპზე, პროექტისთვის შერჩეულ სოფლებში (ტყაია, მეჯვრისხევი, ორსანტია, მერეთი), არ არსებობს ბიბლიოთეკები და თავშეყრის ისეთი ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა წიგნებით ისარგებლებს და სხვადასხვა სახით საგანმანათლებლო, შემეცნებით ღონისძიებას დაგეგმავს. ქართველი გამომცემლების ჩართულობით, 6 სექტემბერს, სოფ. ორსანტიას საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდება ღია სამკითხველოების დაარსება (წიგნის ბუდე). აღნიშნულ სივრცეში ახალგაზრდებს შეეძლებათ იკითხონ წიგნი, განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზაციასა და განათლების დონის ამაღლებას.

სოფ. ორსანტია და დაბა ანაკლია - ღონისძიებების განრიგი:

6 სექტემბერი

  • 16:45:17:00 - სკვერის ბიბლიოთეკის გახსნა სოფ. ორსანტიას საჯარო სკოლის ეზოში
  • 17:10 - 17:30 - სოფ. ორსანტია: ლექცია: ქართული ლიტერატურა 1918 – 2018 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - მწერალი გიორგი კეკელიძე
  • 17:35 – 17:55 - სოფ. ორსანტია: ლექცია: ალექსანდრე ყაზბეგი - 170; წარმდგენი პოეტი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ჩხეიძე
  • 18:00 – 18:20 - სოფ. ორსანტია: ლექცია: უცნობი ყაზბეგი - წარმდგენი სსიპ კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი ესმა მანია
  • 18:25 – 18:45 - სოფ. ორსანტია: მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ქართული ფილმის ჩვენება.
  • 20:00 – 21:30 - დაბა ანაკლია (ანაკლიის ციხე - სასტუმრო „Palm Beach”): მუსიკალური კონცერტი - სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური ბენდი „Space Board”

 

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე