ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

16-22 სექტემბერს ქუთაისში I საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება

16-22 სექტემბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი. ფესტივალი ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერლის დავით ღვინიანიძის საერთაშორისო ფონდის „მსოფლიო ტალანტების“ ერთობლივი პროექტია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ააიპ ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება.

ფესტივალის შემოქმედებითი სტუმრები იქნებიან საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი და ქართველი მუსიკოსები - თამარ ივერი, რაულ მელო, მარია პახარი, ლარისა ანდრეევა, ალექსანდრ კირეევი, კონსტანტინე სუჩკოვი, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე, ირაკლი მურჯიკნელი, გიორგი ცინცაძე, აკაკი იოსელიანი. მომღერლები მონაწილეობას მიიღებენ რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზებში“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატაში“, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებაში“, კამერული მუსიკის საღამოში, ფესტივალის საზეიმო გალა-კონცერტში. ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-ოპერის“ სოლისტი რაულ მელო კი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერ-კლასსაც ჩაატარებს. ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალის საბაზო კოლექტივია ქუთაისის ოპერის თეატრი - სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. ფესტივალის მთავარი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, მთავარი რეჟისორი - მაია გაჩეჩილაძე.

16 სექტემბერი - ფესტივალის საზეიმო გახსნა, რუჯერო ლეონკავალო „ჯამბაზები“. მონაწილეობენ: რაულ მელო (კანიო), თამარ ივერი (ნედა), ალექსანდრე კირეევი (სილვიო), სულხან გველესიანი (ტონიო), ირაკლი მურჯიკნელი (ბეპე);

17 სექტემბერი - ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერის სოლისტის, რაულ მელოს მასტერ-კლასი;

18 სექტემბერი - ჯუზეპე ვერდი „ტრავიატა“. მონაწილეობენ: მარია პახარი (ვიოლეტა), ბადრი ადამია (ალფრედ ჟერმონი), კონსტანტინე სუჩკოვი (ჟორჟ ჟერმონი), ლარისა ანდრეევა (ფლორა), ემილ ჩარგაზია (მარკიზი), გიორგი ცინცაძე (გასტონი), კალისტრატე ხარჩილავა (ბარონი), აკაკი იოსელიანი (ექიმი), მარიეტა მაჩალაძე (ანინა);

19 სექტემბერი - კამერული მუსიკის საღამო, მონაწილეობენ: ლარისა ანდრეევა, მარია პახარი, მარიკა მაჩიტიძე, ალექსანდრე კირეევი, დავით ღვინიანიძე. კონცერტმაისტერები - თემურ ელიავა, მარიამ ლოლუა.

20 სექტემბერი - რუჯერო ლეონკავალო „სოფლის ღირსება“. მონაწილეობენ: რაულ მელო (ტურიდუ), ლარისა ანდრეევა (სანტუცა), სულხან გველესიანი (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), ელენე ჯანჯალია (ლუჩია);

22 სექტემბერი - საზეიმო გალა-კონცერტი - ფესტივალის დახურვა.

სპექტაკლებისა და კონცერტების დასაწყისი 19 საათზე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე