ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რეგიონების საჯარო სკოლებს უკაბელო ინტერნეტი ექნებათ

საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვედ წარმართვისთვის, განსაკუთრებით რეგიონების სკოლებში, უკაბელო ინტერნეტს უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ უფლებამოსილება მიენიჭება საჯარო სკოლებისთვის უკაბელო ინტერნეტის ინფრასტრუქტურა შეისყიდოს.

აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა.

მინისტრის თქმით, სააგენტოს მიერ პირველ ეტაპზე უკაბელო ინტერნეტით უზრუნველყოფილი იქნება 69 საჯარო სკოლა, რომელთა უმეტესობა რეგიონების, კერძოდ ახალციხის, სამტრედიის, ფოთის, მარტვილის, საჩხერის, ცაგერის, წყალტუბოს, თიანეთი, ადიგენი, ბოლნისი, ახმეტის, ყაზბეგის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ხარაგაულის, ოზურგეთის და ა.შ. სკოლებია.

ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობა სავარაუდოდ 1 740 000 ლარით განისაზღვრება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე