ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინგლისურენოვანი პედაგოგები ჩამოსვლას განაგრძობენ

პროგრამის ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა მე-7 ნაკადი ჩამოვიდა.  ისინი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გადანაწილდებიან  და ადგილობრივ მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში დაეხმარებიან.

პროგრამის ფარგლებში ინგლისურენოვანი მასწავლებლები უკვე ასწავლიან აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, რუსთავისა და თბილისის საჯარო სკოლებში.

ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  2010 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’, პროექტი წლის ბოლომდე საქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. მომდევნო წლებში მოხალისე მასწავლებლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მათ უკვე შეძლეს საზოგადოებაში ინტეგრირება, ისინი ადგილობრივ მოხალისე ოჯახებში უფასოდ ცხოვრობენ. პროექტის დასრულების შემდეგ კი ინგლისურენოვანი მასწავლებლები მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს კეთილი ნების ელჩები გახდებიან.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე