ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფი სტუმრობს

13 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ საქართველოში, ქართული კულტურის გაცნობის მიზნით მყოფი გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფს უმასპინძლა. შეხვედრას გერმიანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი ესწრებოდა.

მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა ფრაკნფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობაზე და სტუმრებს, ქართული მხარის მიერ დაგეგმილი ლიტერატურული და კულტურული პროგრამა გააცნო.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობას. მიხეილ გიორგაძემ გერმანელ ჟურნალისტებს ქართული კულტურის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის თეატრის, კინოს, ლიტერატურის მრავალწლიანი ისტორიაც გააცნო.

ქართული კულტურის გაცნობის მიზნით, საქართველოს გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფი 12 სექტემბერს ეწვია. ჟურნალისტებს ვახტანგ კახიძის მუსიკალური ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მასპინძლობს.

4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, დაესწრებიან ხატია ბუნიათიშვილისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტს, დაათვალიერებენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრში, დაესწრებიან დათა თავაძის სპექტაკლს „ვეფხვი და ლომი“.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანელმა სტუმრებმა, მწერალთა სახლში შეხვედრა უკვე გამართეს დრამატურგ დავით გაბუნიასთან, დაესწრნენ ქართული ხალხურის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს, ასევე მოინახულეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“.

2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. ლიტერატურული პროგრამის პარალელურად, საქართველო გერმანიის სხვადასხვა ქალაქში მრავალფეროვან კულტურულ პროგრამას წარადგენს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, თბილისის სიმფონიური ორკესტრი 26 და 27 სექტემბერს ბერლინსა და პოტსდამში ორ კონცერტს გამართავს.

ღონისძიებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე