ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტი თბილისში განიხილეს

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვის ერთ-ერთი დასკვნითი ღონისძიება თბილისში გაიმართა. სამუშაო შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზმა უმასპინძლა. კანონპროექტის შესახებ საჯარო კონსულტაციები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით იმართება.

კანონპროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა. შეხვედრას დაესწრნენ სხვადასხვა სპორტული ფედერაციისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები.

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტისა და „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ განხილვამ დედაქალაქთან ერთად საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. უკვე დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან, ასევე შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც განიხილება კანონპროექტისა და სტრეტეგიის საბოლოო ვერსიები, რის შემდეგაც განსახილველად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

საჯარო კონსულტაციები ეწყობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ განხილვისა და საჯარო კონსულტაციების თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: cultureandsports.gov.ge

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე