ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2018-2019 სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს და მშობლებს თბილისის 150-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა. 150-ე სკოლა ერთ-ერთია იმ საჯარო სკოლებს შორის, სადაც მინისტრის მიერ ინიცირებული სწავლების ახალი მოდელი საპილოტე რეჟიმში დაინერგება.

მინისტრი მიიჩნევს, რომ სწავლების ახალი მეთოდი იქნება წარმატებული და ძალიან სწრაფად სხვა საჯარო სკოლებშიც დაინერგება.

„ახალი მოდელი ითვალისწინებს კომპლექსურ მიდგომას და მოიცავს ბევრ მიმართულებას, მათ შორის, ახლებურ მიდგომებს საგაკვეთილო პროცესში, იგულისხმება, უფრო მეტი ანალიზის შემოტანა, რადგან თანამედროვე ბავშვს სჭირდება მსჯელობის, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარება, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიები, ინოვაციები, რომელიც დაინერგება სკოლაში. ახალი სასწავლო წლიდან საკმაოდ ბევრი სიახლე გველოდება, რომელიც კომპლექსურად ხელს შეუწყობს საქართველოს სკოლების განვითარებას. პროცესები ეტაპობრივად განვითარდება, დაწყებითი კლასებიდან დაიწყება და მაღალ კლასებში გავრცელდება. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი სკოლა და ამ მოდელს ეტაპობრივად განვავითარებთ სხვა სკოლებშიც“ - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაანონსებული რეფორემები არა მხოლოდ ზოგადი განათლების, არამედ ყველა მიმართულებით განხორციელდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე