ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილმა ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სამინისტროში ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე.

მინისტრმა ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და სამინისტროს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე ისაუბრეს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ნაკრების მზადების პროცესზე. წლევანდელ მსოფლიო პირველობას ოქტომბერში ბაჰამის კუნძულების დედაქალაქი ნასაუ უმასპინძლებს.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით 9 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში 42 ქვეყნის ნაკრებს შორის პირველობა არავის დაუთმო.

ქართველი ძიუდოისტების მიერ მოპოვებული 9 მედლიდან 3 უმაღლესი სინჯისაა. ოქროს მედლებს დაეუფლნენ და ევროპის ჩემპიონები გახდნენ -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე, ონისე სანებლიძე (-100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ). ვერცხლის მედლები მოიპოვეს ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ). ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ჯაბა პაპინაშვილმა (-60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (-66 კგ), მარიამ ჭანტურიამ (-70 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ).

აღსანიშნავია ისიც, რომ ვაჟებს შორის -81 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. შარშანდელი ევროპირველობის ვერცხლის პრიზიორმა ლუკა მაისურაძემ ამავე ევროპირველობისა და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა. ოქროს მედლამდე სულ ცოტა დააკლდა გოგონათა ნაკრების წევრ ეთერ ლიპარტელიანს (-57 კგ). ლიპარტელიანი გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე