ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაიხსნა

კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის აღმავლობის, ქართული ფოლკლორის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ფოლკლორის სფეროში მოღვაწეებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ოზურგეთში რეაბილიტირებული საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საზეიმოდ გახსნა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის აღმავლობის კერა, ასევე, ტურისტული ლოკაცია და ოზურგეთის ღირსშესანიშნაობა - ,,ფოლკლორული ქალაქი" გახდება, რადგან ქართული ფოლკლორი ის მყარი საფუძველია, რაზეც მთლიანად ქართული კულტურაა დაშენებული და რეალურ იდენტობას ინახავს.

ცენტრის გახსნის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ახალი თაობის ფოლკლორით დაინტერესება, მათთვის დაგროვილი ცოდნის გადაცემა და გაზიარება. შესაბამისად, ცენტრი ხელმისაწვდომია რეგიონის ბავშვებისთვის.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ავარიული შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და სულ 1639892.38 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა როგორც შიდა ინტერიერის, ასევე, გარე ფასადის სრული რეაბილიტაცია - შენობის გადახურვა, ფასადის მოპირკეთება, განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყო ეზო. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით კი შენობა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით.

1300 კვადრატულ მეტრზე, რომელიც 4 სართულს მოიცავს, განთავსდა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, არქივი, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სალოტბარო სკოლა და ადმინისტრაცია. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა: „შემოქმედმა“, „შვიდკაცამ“, „ბასიანმა“, ადგილობრივმა ტრიომ ,,შალვა ჩემო" და მგალობელთა გუნდმა, სალოტბარო სკოლის ჯგუფებმა ოზურგეთიდან, მესტიიდან და ონიდან.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე