ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამა

ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის.

მშვიდობის კორპუსის მოხალისეები თვრამეტი წელია წარმატებით ახორციელებენ განათლების პროექტს საქართველოს რეგიონებში. კონკურსში შერჩეული სკოლები ინგლისური ენის სწავლების დონისა და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით იმუშავებენ ამერიკელ ინგლისური ენის მასწავლებელთან 2019-2021 სასწავლო წლების განმავლობაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს შემდეგ რეგიონებში: კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე სოფლების გარდა), მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდის გარდა), ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი. სოფლებიდან და ქალაქებიდან, რომლებიც განლაგებულია ადმინისტრაციული საზღვრიდან 5 კმ-იან ზონაში, განაცხადები არ განიხილება.

თუ თქვენი სკოლა არის ზემოთაღნიშნულ რეგიონში, ინგლისური ენის მინიმალური საათობრივი ბადე შეადგენს 24 საათს და დაინტერესებული ხართ მოხალისესთან თანამშრომლობით 2019-2021 აკადემიურ წლებში, გაეცანით საინფორმაციო დანართს და დაიტოვეთ სკოლაში, შეავსეთ მოხალისის მოთხოვნის ფორმა მასპინძელი ოჯახის განაცხადებთან ერთად და მოგვაწოდეთ მშვიდობის კორპუსის ოფისში მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი #29ა, თბილისი, 0160 ან გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected]

მოხალისის მოთხოვნის ფორმის და საინფორმაციო დანართის მიღება შესაძლებელია საქართველოს მშვიდობის კორპუსის ოფისში ან საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში. მოხალისის მოთხოვნის ფორმების ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია საქართველოს მშვიდობის კორპუსის ვებ-გვერდიდან: www.peacecorps.gov

სკოლის მიერ შევსებული მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 22 ოქტომბერი, 2018 წელი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

• ასმათ სიხარულიძე

განათლების პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ: 595906444;

• თეო ნეფარიძე

განათლების პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ: 591969881;

• ია გელაშვილი

განათლების პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ: 595950406;

• ნინო ფიროსმანიშვილი

პროგრამების და ტრენინგების სპეციალისტი

ტელ: 595027979;

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე