ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმი მზადაა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მისაღებად

საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნამდე 3 დღე რჩება. ბათუმს უკვე ეწვივნენ ფიდეს დირექტორატის წევრი ჯეფრი ბორგი და პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტი ემილ სუტოვსკი, 2 დღეში კი საქართველოს მსოფლიოს 180 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი და დელეგატი ეწვევა, რაც საჭადრაკო ოლიმპიადის ისტორიაში სარეკორდო მაჩენებელია. ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების მისაღებად უკვე სრულადაა მოწყობილი ბათუმის ახალი, ორდარბაზიანი, მრავალფუნქციური სპორტის სასახლე და მის მიმდებარედ ახლადაშენებეული დარბაზი, სადაც ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ყინულის სასახლე დაიწყებს ფუნქციონირებას.

სპორტული ინფრასტრუქტურა დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მოინახულა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, „ბათუმი 2018“-ის თავმჯდომარე გია გიორგაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი.

ბათუმის სპორტის სასახლე საჭადრაკო პარტიებს 24 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ოლიმპიადის გახსნის გრანდიოზული საზეიმო ცერემონია 23 სექტემბერს ‘Black Sea Arena’-ზე გაიმართება. ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.

ოლიმპიადის ფარგლებში, 3 ოქტომბერს ჩატარდება ფიდე-ს 89-ე კონგრესი, რომელზეც აირჩევენ ორანიზაციის ახალ პრეზიდენტს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე