ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საგანმანათლებლო რესურსები მომავალი მასწავლებლებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ზოგადი განათლების სფეროში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ერთდღიან სამუშაო სემინარს უმასპინძლა, რომელიც მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ გახსნა.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა აკადემიური პერსონალის ინფორმირება სისტემაში მომზადებული და ხელმისაწვდომი პროგრამების, გზამკვლევებისა და სხვა საგანმანათლებლო რესურსის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ რესურსები უნივერსიტეტებს საშუალებას მისცემს საკუთარი პროგრამები/სილაბუსები ინოვაციური მეთოდებით გაამდიდრონ, გამოიყენონ სწავლა-სწავლების პრაქტიკაში და შესაბამისად, დანერგონ სასწავლო პროცესში.

სამუშაო სემინარს ესტონეთის საელჩოს, გაეროს ბავშვთა ფონდის, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე