ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ დღეს ექვსივე ნაკრებმა გაიმარჯვა

ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. მოგეხსენებათ, საქართველო მასპინძლის სტატუსით სარგებლობს და უმთავრეს საჭადრაკო ფორუმზე 6 ნაკრებით არის წარდგენილი - ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით 3 ქალთა და 3 ვაჟთა ნაკრები ითამაშებს.

საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები პირველ ტურში სამხრეთ კორეის გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით, ხოლო მესამეზე ასევე თეთრებით გაიმარჯვა ბელა ხოტენაშვილმა. შავი ფიგურებით მოთამაშე მერი არაბიძემ მეოთხე დაფაზე იმარჯვა. მეორე დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა დიდი მცდელობის მიუხედავად თავისი შეხვედრა დათმო. შედარებით იოლი მატჩი ჰქონდათ ვაჟებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ შშმ პირთა ნაკრებს ეთამაშნენ. ბაადურ ჯობავამ შავი ფიგურებით პირველ დაფაზე ყაიმი ითამაშა, დანარჩენებს კი გამარჯვება არ გასჭირვებიათ. ქალთა მეორე ნაკრებმა დამაჯერებლად 4:0 აჯობა სამხრეთ აფრიკას. ასეთივე ანგარიშით დაამარცხა მესამე ნაკრებმა სეიშელის კუნძულები. აღსანიშნავია, რომ ქალთა და ვაჟთა მესამე ნაკრებები 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკეები ოლიმპიადაზე უდიდეს გამოცდილებას იღებენ. ამრიგად, საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ ტურში საქართველოს ექვსივე ნაკრებმა გაიმარჯვა.

ხვალ, 25 სექტემბერს ჩვენს გუნდებს შედარებით ძლიერი მეტოქეები ეყოლებათ და გამარჯვების მოსაპოვებლად მეტი მობილიზება მოუწევთ.

 

ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი - 5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა

I ტური


ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - სამხრეთ კორეა 3:1
1. ნანა ძაგნიძე - ჩენგჟ ვონგი 1:0
2. ლელა ჯავახიშვილი - როზა ელინულა 0:1
3. ბელა ხოტენაშვილი - საიონ ლი 1:0
4. მერი არაბიძე - იუბინ კიმი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - სამხრეთ აფრიკა 4:0
1. ინგა ჭარხალაშვილი - ჯესი ნიკი ფებრუარი 1:0
2. სოფიო გვეტაძე - დენის ბოუჰი 1:0
3. სოფიკო ხუხაშვილი - რებეკა სელკირკი 1:0
4. მირანდა მიქაძე - ჩარლი ვან ჟილი 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - სეიშელის კუნძულები 4:0
1
. ნინო ხომერიკი - ლიზა ადელინე 1:0
2. მარიამ ჯანიაშვილი - რაშელ ჰორეუ 1:0
3. ლილე ქორიძე - დერიკა ფიგარო 1:0
4. თამარ ესაძე - კლადუია ბერნარდეტე კონტორეტი 1:0

ვაჟები
საქართველოს პირველი ნაკრები - შშმპ ნაკრები 3.5:0.5
1. ბაადურ ჯობავა - იეჰუდა გრენფილდი 0.5:0.5
2. მიხეილ მჭედლიშვილი - ვიქტორ ვარეჟკინი 1:0
3. ლევან ფანცულაია - ლუის მარტინი 1:0
4. დავით ჯოჯუა - თომას იანკუნასი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - ლიხტენშტეინი 3.5:0.5
1. დავით მაღალაშვილი - რენატო ფრიკი 1:0
2. თორნიკე სანიკიძე - მარსელ მანჰარტი 0.5:0.5
3. ირაკლი ბერაძე - ანდრას გულერი 1:0
4. გიგა ყუფარაძე - დეჟან იელიჩი 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - მაკაუ 4:0
1. ნოე თუთისანი - მენგ კაი ვონგი 1:0
2. ლუკა ობოლაძე  - ჰინ სიკ იონგი 1:0
3. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - კუან ტონგ მაკი 1:0
4. ნიკოლოზ კაჭარავა  - ჟოელ ცელისი 1:0

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე