ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველი მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში ენის გაძლიერებულ კურსს გაივლიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, 21 წარმატებული მოსწავლე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. გაერთიანებულ სამეფოში მოსწავლეები 2 კვირიან ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს გაივლის. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა სპორტულ, შემეცნებით-გასართობ აქტივობებს, ექსკურსიებს, მოსწავლეები გაეცნობიან ბრიტანეთის ტრადიციებსა და კულტურას.

21 საუკეთესო მოსწავლე საქართველოში ჩატარებული ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის 600 მონაწილესაგან შეირჩა. მოსწავლეების შერჩევა მოხდა ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა სკოლაში მიღწეული აკადემიური პროგრესი, აქტივობებში ჩართულობა, თანატოლებთან კომუნიკაციის უნარი, კრეატიულობა, დამოუკიდებლობა, დროის მენეჯმენტი, ლიდერული უნარ-ჩვევები და ა.შ. შერჩევის პროცესში თავად მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე